დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 52 ოჯახს სახლებს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის სხდომა გაიმართა.

სააგენტოს ინფორმაციით, კომისიის გადაწყვეტილებით, სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 52 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახები კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, ეკომიგრანტი ოჯახები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, სახლებს თავად შეარჩევენ.

სააგენტოს ცნობით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, გამოყოფილი ბიუჯეტი 2022 წელს გაიზარდა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ახალი სახლების შესყიდვის პარალელურად, სახელმწიფო საკუთრებაში მცხოვრებ 140-მდე ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა