ირაკლი ყანდაშვილის საჯარო ლექცია თემაზე - „მედიაცია - დავის ეფექტურად რეგულირების ახალი შესაძლებლობა“ გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სამართლის ფაკულტეტზე არსებული სამართლის კლუბის ინიციატივით, სამართლის, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის, ირაკლი ყანდაშვილის საჯარო ლექცია თემაზე - „მედიაცია - დავის ეფექტურად რეგულირების ახალი შესაძლებლობა“ გაიმართა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრაზე ირაკლი ყანდაშვილმა მედიაციის განვითარების ეტაპებზე, სამართლის სისტემაში აღნიშნული ინსტიტუტის ადგილსა და როლზე, საქართველოში არსებულ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც მედიაციის სრულფასოვნად დამკვიდრებასთან არის დაკავშირებული.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მედიაციასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა