სასაზღვრო პოლიციის უფროსმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მეორე მოადგილეს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, კეტრინ ინსლის, ასევე, ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS)-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის და შესაძლებლობების გაცნობა იყო, აგრეთვე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვა.

„შეხვედრებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, პირველი რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე. საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ხელმძღვანელი, მეორე რანგის კაპიტანი შოთა მიროტაძე. ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის სტრატეგიული დაგეგმვის უფროსი, ჯულია ჰერსონსკისი, ამავე პროგრამის კავკასიისა და თურქეთის პროექტების მენეჯერი, კელონ ჯეკლინი და საქართველოში ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) ხელმძღვანელი, როზიცა პეტროვა ესწრებოდნენ.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა, ნიკოლოზ შარაძემ დელეგაციის წევრებს წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა, ასევე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) საქმიანობის მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.

მხარეებმა სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე ერთობლივ პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრსაც (JMOC) ეწვივნენ.

საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მეორე რანგის კაპიტანმა შოთა მიროტაძემ სტუმრებს ცენტრის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს