ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე 73 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული ლაშა შავდათუაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

შავდათუაშვილი ფინალში იაპონელ კენ ოიოშის შეხვდა და დამატებით დროში დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება