ანონსი 5 ივნისი

5 ივნისს, ლოპოტას მიმდებარედ, უკრაინის მხარდამჭერი საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება „გარბენი უკრაინისთვის“ გაიმართება.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველთათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება. ავტობუსები თბილისიდან 09:30 საათზე, სასტუმრო redison blu iveria-ს მიმდებარე ტერიტორიიდან გავლენ და სპორტული ღონისძიების დასრულების შემდეგ უკან დაბრუნდებიან.
5 ივნისს, 11:30 საათიდან 18:00 საათამდე, CENN ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით, ახალგაზრდებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, არგოხის პერმაკულტურისა და სოფლის განვითარების ცენტრში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
საკონტაქტო პირი: ანა პეტრიაშვილი - 599 522 127
5 ივნისს,12:00 საათზე, „ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაცია გორში, შიდა ქართლის რეგიონულ კონფერენციას გამართავს.
მის: ილია ჭავჭავაძის გამზირი 24, გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი.
5 ივნისს,15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის წინ (ინგოროყვას #7) გაიმართება აქცია, პატრიარქის წერილზე და ათასობით ხელმომწერთა მოთხოვნაზე პასუხის მისაღებად.
საკონტაქტო პირი - ანჩისხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა ნანობაშვილი-555 399 923; 557 533022
5 ივნისს, 16:00 საათზე, შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულთა არასამთავრობო ორგანიზაცია 200- მდე დაზარალებულს შეხვდება.
თემა: როგორ უნდა გადაიჭრას ბათუმში შეჩერებული მშენებლობების პრობლემა
მის: ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საკონტაქტო: 577 961438
5 ივნისს, 17.00 საათზე, „ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია გაიმართება ბორჯომში.
მის: ბარათაშვილის ქ. 9, ქრაუნ პლაზა ბორჯომი.
5 ივნისს, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება აქცია სახელწოდებით "ერთად ევროპისკენ".
აქციას უერთდებიან პარტია "დროას" წევრები და ლიდერები.
საკონტაქტო: ნინო სვანიძე 577458028

























