მედია - რომის პაპი ფრანცისკე, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა გადადგომას გეგმავდეს

რომის პაპი ფრანცისკე, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა წინამორბედის, ემერიტუსი პაპის ბენედიქტ XVI-ის მსგავსად გადადგომას გეგმავდეს. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პონტიფიკოსს გადაადგილების პრობლემები აქვს, რის გამოც ის ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ეტლით სარგებლობს.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურის შესაძლო გადადგომის შესახებ მედიაში საუბარი მას შემდეგ გახშირდა რაც, გასულ კვირას, პაპმა დააანონსა, რომ 27 აგვისტოს 21 იერარქს კარდინლის ხარისხში აიყვანს.

აღსანიშნავია, რომ თექვსმეტი მათგანი 80 წლამდე ასაკისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ კონკლავში ფრანცისკეს მემკვიდრის ასარჩევად ხმის მიცემა შეეძლებათ.

საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, რომის პაპი ფრანცისკე 28 აგვისტოს ცენტრალურ იტალიაში მდებარე ქალაქ ლ’აკვილას ეწვევა, სადაც ის მეცამეტე საუკუნეში მოღვაწე პაპ ცელესტინ V-ის მიერ დაწესებულ რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავს.

როგორც მედიასაშუალება წერს, აღნიშნულმა ვიზიტმა პაპის შესაძლო გადაგომის შესახებ ვარაუდები გაამძაფრა, რადგან პაპი ცელესტინ V იმ მცირე პონტიფიკოსთაგანია, რომელიც კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ტახტიდან გადადგა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს