წინასწარი მონაცემებით, უკრაინის დედაქალაქ კიევის მიმართულებით, დღეს დილით რუსეთმა კასპიის ზღვიდან გაუშვა „ტუ-95“ ტიპის რაკეტები. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალები იუწყება.
მედიის ცნობით, რუსული თავდასხმის სამიზნე კიევის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა იყო. ეს აპრილის შემდეგ კიევზე განხორციელებული პირველი სარაკეტო თავდასხმაა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ დღევანდელი თავდასხმების შედეგად, კიევის გარეუბანში, ტანკები და სხვა სახის ჯავშანტექნიკა გაანადგურეს, რომლებიც უკრაინას ევროპულმა ქვეყნებმა გადასცა.
შეგახსენებთ, გამთენიისას რამდენიმე აფეთქება მოხდა კიევის დარნუცკის და დნიპროვსკის რაიონებში.