ანონსი  6 ივნისი

6 ივნისს, 07:00 საათზე, „აიდიეს ბორჯომი საქართველოს“ გაფიცული თანამშრომლები „ბორჯომის“ 1-ელი და მე-2 ქარხნების სრულმასშტაბიან, მშვიდობიან პიკეტს განახორციელებენ.

თემა: „აიდიეს ბორჯომი საქართველო“-ს ადმინისტრაცია პროვოკაციისა და მშრომელთა დაპირისპირების მიზნით, საქართველოს რეგიონებიდან, ასევე რუსეთიდან და უკრაინიდან ადამიანებს ჰპირდებიან 3-4 ჯერ მეტ ხელფასს და აორგანიზებს „ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომელთა ჩანაცვლებას. კომპანია მზად არის, უფრო მეტი ხელფასი გადაუხადოს სხვა დასაქმებულებს და საკუთარ თანამშრომლებს დასჯის მიზნით არ აუნაზღაუროს ნამუშევარი 2 თვის ხელფასი“.

საკონტაქტო: გიორგი დიასამიძე - 592210021

6 ივნისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ინფლაციის მაღალი ტემპი: მოსალოდნელია, თუ არა სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კიდევ უფრო ზრდა. თურქეთში რეკორდული ინფლაციაა - როგორ აისახება მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული ვითარება საქართველოზე. ლარის კურსის მერყეობა - პროგნოზი ვალუტის კურსთან დაკავშირებით“.

მის: კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

6 ივნისს, 11:00 საათზე, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს პარლამეტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე წლიურ ანგარიშს წარადგენს.

მის: რუსთაველის N8, პირველი რესპუბლიკის დარბაზი, (C კორპუსი, III სართული).

6 ივნისს, 11:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ორგანიზებით, დუბლინში „ALDE“-ს კონფერენციაზე მყოფი ოპოზიციური პარტიების („სტრატეგია აღმაშენებელი“, „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ლელო საქართველოსთვის“) ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ოპოზიციური პარტიების მიერ მომზადებული რეზოლუცია და „ALDE“-ს მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

მის: შოთა რუსთაველის გამზ.13 (სასტუმრო „თბილისი მარიოტი“)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 60 26 34

6 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

6 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

6 ივნისს, 12:00 სათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ზნეობა“ საპროტესტო აქციას გამართავენ.

თემა: გზავნილები” ლგბტ ღონისძიებებთან მათ ხელისშემწყობებთან დაკავშირებით.

6 ივნისს, 13:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება.

თემა: სტუდენტები თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის გადადგომას და ფინალური გამოცდების დისტანციურ ფორმატში ჩაბარებას მოითხოვენ.

საკონტაქტო პირი: ანა ზაქარაძე - 555 361 104

6 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

6 ივნისს, 14:00 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

6 ივნისს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

6 ივნისს, 16:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თემატური მოკვლევის - „მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით - „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ეფექტიანობის შესახებ" მოსმენა გაიმართება კერძო სექტორთან.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

6 ივნისს, 16:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

6 ივნისს, 16:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

6 ივნისს, 17:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თემატური მოკვლევის - „მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით - „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ეფექტიანობის შესახებ" მოსმენა გაიმართება საჯარო სექტორთან

ადგილი: ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი III სართული ოთახი N307)

6 ივნისს, 17:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N533 (C კორპუსი, V სართული)

6 ივნისს, 18.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია თელავში, კახეთის რეგიონულ კონფერენციას გამართავს.

მის: თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ერეკლე II მოედ. 7

6 ივნისს, 18.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს