თბილისში „90's Festival - COOLIO – OTTAWAN“ გაიმართება

თბილისში ღია ცის ქვეშ, საფესტივალო სივრცე ALIBI ARENA-ზე გრემის მფლობელ ლეგენდარულ ამერიკელ პროდიუსერს, მსახიობსა და რეპერ COOLIO-ს და დისკოს ლეგენდას, ფრანგულ პოპ-დუოს OTTAWAN 90-იანების ფესტივალზე 11 ივნისს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზატორები ავრცელებენ.

„Artis Leon Ivey Jr. სასცენო სახელით COOLIO, ყველას გვახსენებს 90-იანი წლების ლეგენდარულ სიმღერას Gangsta's Paradise , რომელიც ფილმ "სახიფათო ფიქრებისთვის" შეიქმნა და 1995 წელს რეპერს გრემის ჯილდო მოაპოვებინა. გარდა ამისა, Gangsta's Paradise მსოფლიოში პრაქტიკულად ყველა მუსიკალური ჩარტის უცვლელი სიმღერა იყო და ის აღიარებულია, როგორც ყველა დროის საუკეთესო სიმღერა და ჰიპ-ჰოპ ნამუშევარი.

Gangsta's Paradise -სთან ერთად მუსიკოსმა ფართო მასებს თავი გააცნო და დაამახსოვრა ასევე ალბომებით: It Takes a Thief (1994), Gangsta's Paradise (1995), და My Soul (1997). მუსიკოსი დღემდე აგრძელებს მუსიკის შექმნის პროცესს და აქვეყნებს თავის შემოქმედებას.

რაც შეეხება OTTAWAN-ის სიმღერებს D.I.S.C.O. და Hands Up (Give Me Your Heart) 80-იანი წლების ერთ-ერთი მთავარი ჰიტები გახლდათ, ხოლო სინგლი You're OK (ფრანგული სახელწოდებით T'es OK ) ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი სინგლების TOP50 კრებულშია შესული. OTTAWAN-ის რეპერტუარი მოიცავს სიმღერებს როგორც ფრანგულ, ასევე ინგლისურ ენაზე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, 90-იანების ფესტივალზე, ასევე იმღერებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები და ყველასათვის საყვარელი მომღერლები: ლელა წურწუმია, ლექსენი, თიკო სადუნიშვილი, კაბუ, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, თიკა ჯამბურია, თემო რცხილაძე, ბედინა, თამუნა ამონაშვილი. საღამოს კი თიკო სადუნიშვილი წაიყვანს.

ამასთან, მათი ცნობით, ღონისძიებაზე დასწრება სასურველია 90-იანების სტილში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა