ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად შესაძლო დანიშვნაზე - ეს კითხვა არარელევანტური და  არაკორექტულია - რა მოხდება მომავალში, სპეკულაციებს ვერ ავყვებით

ეს კითხვა არარელევანტური და არაკორექტულია - რა მოხდება მომავალში, ამ სპეკულაციებს ალბათ, ვერ ავყვებით,- ასე პასუხობს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენილი ნათია თურნავა ჟურნალისტების კითხვას, რამდენად შესაძლებელია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტი დაიკავოს.

მისივე თქმით, მისთვის პატივია საბჭოს წევრის სტატუსით შეუერთდეს ეროვნულ ბანკს.

„მე წარდგენილი ვარ, როგორც ეროვნულო ბანკის საბჭოს წევრი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ფორმატში, ამ სტატუსში შევუერთდე ეროვნულ ბანკს. ეროვნულ ბანკს ჰყავს პროფესიონალი პრეზიდენტი. ჩემთვის დიდი პატივი და ერთი სიამოვნებაა ვიმუშაო პრეზიდენტთან და ვიცე- პრეზიდენტებთან ერთად. რა მოხდება მომავალში, ამ სპეკულაციებს ალბათ, ვერ ავყვებით,“ - განაცხადა თურნავამ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ყველაზე დიდი პრობლემა ინფლაციაა. თურნავა მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა ამ პრობლემას ადეკვატურად პასუხობს.

„მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის იმ ნდობისთვის, რაც მან მე გამომიცხადა. ვფიქრობ, რთული პერიოდია მსოფლიოსთვის, რეგიონისთვის, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის და ეროვნული ბანკის წინაშე დგას ახალი გამოწვევები. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება და ეკონომიკური სექტორის დეტალური ცოდნა, პროექტები, რომლის განხორციელებაც მოვახერხეთ, მომცემს საშუალებას, ჩემი დადებითი წვლილი შევიტანო ეროვნული ბანკის საქმიანობაში. ყველაზე დიდი პრობლემა რასაც ვხედავთ, არის ინფლაცია, რომელიც არის გლობალური პრობლემა და ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებს დაუდგა. ჩვენი გამკაცრებული, ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა არის ის, რაც პასუხობს ინფლაციას და ეკონომიკის თანდათან გაჯანსაღების ფონზე, დარწმუნებული ვართ, ამ გამოწვევასაც ეტაპობრივად გადავლახავთ. მე სწორედ ამ გამოწვევებით აღსავსე, მაგრამ საინტერესო დროს აღმოვჩნდი საბჭოში, რომ ჩემი წილი სარგებელი მოვუტანო ქვეყანას,“ - განაცხადა თურნავამ.

ცნობისათვის, პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ნათია თურნავა უსმენს.

თურნავას კანდიდატურა პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტში მაისის ბოლოს შევიდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო