კამპანია „გაუფრთხილდი წყალს” - „ჯივიპი“ სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტურებს მართავს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კამპანიის ,,გაუფრთხილდი წყალს” ფარგლებში, თბილისის სკოლების VIII-XI კლასების მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტურებს მართავს. ინფორმაციას ამის შესახებ „ჯივიპი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კამპანიის მიზანია წყლის, როგორც ამოწურვადი ბუნებრივი რესურსის მნიშვნელობის შესახებ მოზარდი თაობის ჩართულობით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ თბილისის წყალმომარაგების სათავე ნაგებობა ადგილზე დაათვალიერონ და წყლის ხარისხის ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესებს, წყლის მოპოვებისა და მომხმარებლამდე მიწოდების სრულ ციკლს, ნედლი წყლის გარემოდან მოპოვებისა და სასმელ წყლამდე დაყვანის პროცესს გაეცნონ. მოსწავლეები გაეცნობიან, როგორ ხდება „ჯივიპის“ ლაბორატორიებში სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი და პრაქტიკულ ცდებში მონაწილეობას თავადაც მიიღებენ.

„კამპანიის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები სასმელი წყლის დაზოგვისა და გაფრთხილების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ინფორმაციას მიიღებენ.

„ჯივიპის“ წყალმომარაგების ობიექტებზე და სასწავლო ცენტრში დაინტერესებული სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტურები ივნისის ბოლომდე გაგრძელდება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა