დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე ნათია თურნავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე ნათია თურნავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა. თურნავას კანდიდატურისთვის ხმის მიცემაზე ოპოზიციონერმა წევრებმა ბექა ლილუაშვილმა და სანდრო რაქვიაშვილმა თავი შეიკავეს.

კენჭისყრამდე თურნავამ ეროვნული ბანკის საბჭოში საკუთარ ხედვაზე ისაუბრა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

დღესვე, ნათია თურნავას საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი მოუსმენს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს