გიორგი ხანიშვილი აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით სტატისტიკის წარმოების კუთხით არსებული საჭიროებები და გამოწვევები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სტატისტიკის სამსახურს წლების განმავლობაში საქართველოში სტატისტიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით გაწეული დახმარებისთვის, რაც საერთაშორისო ექსპერტთა მიერ სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარებასა და ტექნიკურ მხარდაჭერაში გამოიხატება.

„შეხვედრაზე, მინისტრის პირველმა მოადგილემ მიწის სისტემური რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილ საკადასტრო მონაცემების შექმნას, მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში რეგისტრაციის წახალისებასა და ამ გზით, უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

საუბარი საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული ყველა მცირე მეწარმის აღრიცხვის საკითხს შეეხო, რაც სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, სამიზნე ჯგუფების სწორი შერჩევისათვის და მათთვის სხვადასხვა მასტიმულირებელი პროექტის საჭიროებისამებრ დაგეგმვისა და განხორციელებისათვის სტატისტიკურ ინფორმაციას ფლობდეს.

როგორც აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სტატისტიკის სამსახურის ექსპერტმა, სარაჰ ჰოფმანმა აღნიშნა, USDA სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის კვარტალური კვლევების შედგენაში დახმარებას კვლავ გააგრძელებს. აღნიშნული კვლევები ეროვნული და რეგიონული მონაცემების წარმოების საფუძველს იძლევა.

შეხვედრას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენლები დეივიდ ლუკენბახი, შოშანა გრიფიტი და ვიტო ვაგნერი ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა