ირაკლი ღარიბაშვილი - სახელმწიფო, მთავრობა გახდება „ბორჯომის“ აქციონერი, ამით ეს პრობლემაც მოგვარდება - არცერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვეპყრობით

საქართველოს მთავრობა „ბორჯომის“ აქციონერი გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საკითხზე ეკონომიკის სამინისტრომ მოლაპარაკებები პრაქტიკულად დაასრულა და ამით პრობლემა მოგვარდება.

მისივე თქმით, საკითხის გადაწყვეტისას არცერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება.

„ეკონომიკის სამინისტრომ პრაქტიკულად დაასრულა მოლაპარაკებები. ერთი კვირის თავზე მთავრობის სხდომაზე გამოვიტანთ საკითხს და სახელმწიფო, მთავრობა გახდება „ბორჯომის“ აქციონერი. ამით ეს პრობლემაც მოგვარდება. ვიცი, რომ მანამდე გარკვეული სირთულეები არის. დასაქმებულები აპროტესტებენ. დღეს დილით ზურაბ აზარაშვილს ვესაუბრე და მისი დავალებით საკითხში ჩართულია შრომის ინსპექცია. მინდა ყველას ვუთხრა - არცერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვეპყრობით. ყველაფერი ისე მოგვარდება, როგორც საჭიროა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში