კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, თუ სააგენტო ბენზინის ფასებზე არასაბაზრო ფაქტორებისკენ გადახრილ ქმედებას დაინახავს, მოკვლევას დაიწყებს

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, თუ სააგენტო ბენზინის ფასებზე არასაბაზრო ფაქტორებისკენ გადახრილ ქმედებას დაინახავს, მოკვლევას დაიწყებს. ამის შესახებ ლექვინაძემ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, საქართველოს ნავთობპროდუქტებზე 100%-იანი იმპორტი აქვს და ფასებზე შიდა ფაქტორების გავლენა მინიმალურია.

„თუ დავინახავთ რაიმე არასაბაზრო ფაქტორებისკენ გადახრილ ქმედებას, ამაზე გავაკეთოთ რეაგირება. თუ დავინახავთ, რომ პროცესი გრძელდება და შორს მიდის, შეიძლება გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, რასაც მოკვლევის პროცესი გულისხმობს და გავარკვევთ ამის მიზეზებს. პროცესის დაკვირვებას ვაგრძელებთ, პულსზე ხელი გვიდევს. რთულია იმის თქმა, რა იქნება ხვალ, რადგან ტურბულენციის საკმაოდ მაღალი დიაპაზონია, ვიცით, რომ 100%-იანი იმპორტი გვაქვს და შიდა ფაქტორების გავლენა აქ მინიმალურია. ასეთი ქცევის პირობებში მზად ვართ შეკითხვები დავსვათ და არგუმენტებიც მივიღოთ, გავიზიაროთ და საკითხზეც ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ლექვინაძემ.

ამასთან, ლექვინაძის თქმით, კონკურენციის სააგენტო მარტი-მაისის პერიოდში საწვავზე ფასებს აკვირდებოდა, რითაც გამოიკვეთა, რომ მსხვილ კომპანიებს იაფად შემოტანილ საწვავზე ფასი არ დაუკლიათ.

„ჩვენი კრიტიკული დაკვირვების პერიოდი იყო მარტის ბოლო და აპრილის თვე. როდესაც მარტის ბოლოდან დაიწყო საერთაშორისო ბაზრებზე პიკზე მყოფი ფასების კლება, გაიაფებულმა საწვავმა საქართველოში შემოდინება დაიწყო დაახლოებით, მარტის ბოლოდან არაევროპული ქვეყნებიდან და აპრილის დასაწყისიდან ევროპული ქვეყნებიდან. თუმცა, თუ სხვა წინა შემთხვევებში გაიაფებული საწვავის შემოდინება აისახებოდა საცალო ფასებზე, აპრილში ეს ასე არ მოხდა. ასახეს მხოლოდ მცირე კომპანიებმა, რომლებიც ბევრად უფრო მოქნილები არიან. მათი წილი ბაზარზე დაახლოებით, 40%-ია, ხოლო 5 მსხვილი კომპანიის, ჯამში, 60%-ის ფარგლებში, თუმცა, ფასების კლება არ ასახა არცერთმა მსხვილმა კომპანიამ. ფასნამატი საკმაოდ დიდი იყო და არაევროპული ქვეყნებიდან ის დაახლოებით, 70 თეთრამდეც კი აღწევდა. ასევე დაფიქსირდა ერთ-ერთი კომპანიის მხრიდან ფაქტი, რომ ის საკუთარ ქსელში საწვავს ძვირად ყიდდა მაშინ, როდესაც ამავე კომპანიის კუთვნილი საბაჟო საწყობიდან სხვა მოვაჭრეებზე ხდებოდა საწვავის გაყიდვა შედარებით იაფად. აქ არეალი ფასთა შორის იყო დაახლოებით, 30-40 თეთრის ფარგლებში. ჩვენი კითხვა ამ კომპანიებთან სწორედ ეს იყო - მაშინ, როდესაც შეეძლოთ ადეკვატური ფასი ჰქონოდათ მომხმარებლებისთვის ამით უფრო მეტ კონკურენციაში ყოფილიყვნენ სხვა კომპანიებთან და გაეზარდათ საბაზრო წილი, რატომ არ მოხდა ეს? არანაირი პრეტენზია ჩვენ მარჟის სიდიდეზე არ გვქონდა. ფასების კონტროლი ჩვენი ფუნქცია ნამდვილად არ არის. ჩვენ მივიღეთ რიგი არგუმენტები და გასაგებია, რომ საკმაოდ ხშირად იცვლება საერთაშორისო ბაზარზე ფასები, მაისი გამოირჩეოდა მაღალი ფასებით და დღესაც 120 დოლარი ღირს 1 ბარელ ნავთობზე. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ მაისში რიგი კომპანიების მხრიდან სოლიდური ფასთაშორის სხვაობები დაფიქსირდა. მაგალითად, ბენზინ რეგულარის ფასი ერთ-ერთ ქსელში დღეს 3.43-ის ფარგლებშია, იგივე საწვავი სხვა ქსელში 3.75-ის ფარგლებში, მცირე ქსელებში ფასი კიდევ უფრო იაფია. რეალურად მომხმარებლებს დღეს აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მაისში სხვადასხვა ტიპის საწვავზე 10-დან 50 თეთრამდე კლება იყო სხვადასხვა კომპანიების მხრიდან“, - განაცხადა ლექვინაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს