შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა რაჭაში ღია კარის დღე მოაწყო

ონისა და ამბროლაურის სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვისა და 2022 წლის მასწავლებლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველებისათვის წინასაგამოცდო საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო. ინფორმაციას ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მასწავლებლებსა და აბიტურიენტებს გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ, ცენტრის თანამშრომლებმა და საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებმა მიაწოდეს.

ღია კარის დღეზე საუბარი შეეხო, როგორც ტესტების შინაარსობრივ ნაწილს, ისე სამეტაპიანი რეგისტრაციის პროცედურებსა და გამოცდაზე მოქცევის წესებს.

ცენტრი გამოსაცდელებთან საინფორმაციო შეხვედრებს ყოველწლიურად ატარებს. 2022 წლის ღია კარის დღეები ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე გაგრძელდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?