ბიზნეს ასოციაციები ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ბიზნეს ასოციაციები - ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, გადასახადის გადამხდელთა კავშირი და საქართველოს საბანკო ასოციაცია საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

აღნიშნული ორგანიზაციები მზაობას გამოთქვამენ მთელი ძალისხმევა მიმართულ იქნას ევროინტეგრაციის პროცესის სწორად და ეფექტიანად წარმართვისათვის და გაიმართოს კონსულტაციები, როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ასევე, გაიმართოს კონსულტაციები ბრიუსელში “ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში“ და „ვაჭრობის საკითხებში“ ევროკომისრების, ასევე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის უმაღლეს წარმომადგენლებთან.

„მიმდინარე წელს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე უმნიშვნელოვანესი ისტორიული პროცესია. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნების მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროინტეგრაციას მხარს უჭერს.

ევროპის კონტინენტზე არსებული უმძიმესი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისა და მოლდოვასათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რომელიც სამივე ქვეყნის მომავალი განვითარების პერსპექტივას განსაზღვრავს.

ჩვენს ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების მიუხედავად, ეს ისტორიული შანსი არ უნდა დაიკარგოს.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ სრულ მხარდაჭერას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში მივმართავთ, ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებს აღნიშნული განცხადება მიაწოდოს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა