საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენლები ნიზამის მედლით დააჯილდოვეს

აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ორგანიზებით, სამხატვრო აკადემიაში უდიდესი აზერბაიჯანელი პოეტისა და ფილოსოფოსის ნიზამი განჯელის დაბადებიდან 880 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა, სადაც პოეტის ცნობილი პოემების კრებულის „ხამსას“ (საიდუმლოებათა საუნჯე, ხოსრო და შირინი, ლეილი და მეჯნუნი) მინიატურების ფოტო-მასალა იყო წარმოდგენილი.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ასევე, გაიმართა საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენლების ნიზამის მედლით დაჯილდოება.

„აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე სევდა მამადალიევამ და აზერბაიჯანის ელჩმა ფაიგ გულიევმა საქართველო-აზერბაიჯანის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის ნიზამი განჯელის სახელობის მედლით დააჯილდოვეს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი მხატვარი გიორგი გუგუშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ კიკაბიძე, ყოფილი კულტურის მინისტრი აკადემიკოსი ვალერი ასათიანი, მოქანდაკე, მხატვარი გია ჯაფარიძე, საქართველოს სახალხო არტისტი მოცეკვავე ჯუმბერ ბერაძე.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველო-აზერბაიჯანის წარმომადგენლობითი დელეგაცია, აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე სევდა მამადალიევა, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, SOCAR Energy Georgia-ს გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის კულტურისა და ხელოვნების საზოგადო მოღვაწეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს