ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისა და აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვარს შორის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების კატეგორიის დაცული ტერიტორია შეიქმნება

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისა და აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვარს შორის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების კატეგორიის დაცული ტერიტორია შეიქმნება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დღეს გამართულ სხდომაზე, საქართველოს მთავრობამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ” მოიწონა.

კანონპროექტის თანახმად „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ”, გათვალისწინებულია საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისა და აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვარს შორის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების კატეგორიის დაცული ტერიტორიის დაარსება.

„ეს იქნება პირველი სახელობითი დაცული ტერიტორია საქართველოში, რომელიც ქართველი მეცნიერის, ცნობილი გარემოსდამცველის და პოეტის ნუგზარ ზაზანაშვილის სახელს უკვდავყოფს. ნუგზარ ზაზანაშვილის უშუალო ჩართულობით, ქვეყანაში მრავალი დაცული ტერიტორია შეიქმნა; მისი ზედამხედველობით, სამუხის ველზე, 2013 წლიდან, აქტიურად მიმდინარეობს ქურციკის (ჯეირანის) აღდგენის პროექტი.

საქართველოში, 1990 წლებში, ქურციკი სრულად გადაშენდა. 2013 წლიდან, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გერმანიის მთავრობის ფინანსური დახმარებით, WWF-ის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და სხვა მრავალი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, ამ სახეობის აღდგენის პროექტი დაიწყო.

დღეისათვის, სამუხის ველზე და მიმდებარედ უკვე, დაახლოებით, 200 ქურციკი ბინადრობს. წელს ლიკლიკების მერვე თაობა დაიბადა. ქურციკის აზერბაიჯანიდან რეინტროდუქცია (სახეობის კვლავ დაბრუნება/აღდგენა) ითვლება ყველაზე წარმატებულ საკონსერვაციო და აღდგენის პროექტად საქართველოში. დაცული ტერიტორიის შექმნა ხელს შეუწყობს ამ რეგიონში ქურციკის პოპულაციის გრძელვადიან გადარჩენას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ეკოტურიზმის განვითარებას და ტრადიციული მეცხვარეობისა და საძოვრების მდგრად გამოყენებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა