ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ვორქშოპი “სტარტაპების დაფინანსება საქართველოში: როგორ მოვიძიოთ ფული ჩვენი ბიზნესისთვის” გაიმართება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აქსელერატორი - „Founder Institute Georgia“ ვორკშოპს სახელწოდებით “სტარტაპების დაფინანსება საქართველოში: როგორ მოვიძიოთ ფული ჩვენი ბიზნესისთვის” გამართავს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ავრცელებს.

ვორქშოპი 7 ივნისს, 19:00 საათზე დაიწყება.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს სტარტაპის ფანდრაიზინგის მიმართულებით, მოუსმენენ მეწარმეებს, რომელთაც წარმატებით მოიძიეს დაფინანსება თავიანთი სტარტაპებისთვის და შეხვდებიან ინვესტორებს, რომლებიც აქტიურად აფინანსებენ სტარტაპებს საქართველოში.

ვორკშოპი დაფარავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: რა ძირითადი მეტრიკები და წინაპირობები არსებობს დაფინანსების მოსაზიდად, როგორ გავხადოთ საკუთარი თავი ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი, როგორ ვიპოვოთ და ვიმუშაოთ კაპიტალის სხვადასხვა წყაროსთან და ა.შ.

შეხვედრაში მონაწილეობა უფასოა და ღიაა ყველასთვის, ვისაც საკუთარი სტარტაპისთვის დაფინანსების მოზიდვა სურს ან უბრალოდ უნდა, უკეთ გაერკვეს ადრეულ ეტაპზე მყოფი ბიზნესებისა და პროდუქტების ფანდრაიზინგში.

ღონისძიების სპიკერები არიან: დაჩი ჭოლაძე Pulsar AI-ის თანადამფუძნებელი,

ანა რობაქიძე Theneo-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

გური ქოიავა, აქსელის (საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის) თანადამფუძნებელი ირაკლი ვეკუა, აქსელის წევრი დიმიტრი ქუმსიშვილი, Kedari Ventures დაწყებითი ბიზნესის და ინოვაციების საინვესტიციო ფონდის მმართველი პარტნიორი.

მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. Facebook Event

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო