ირაკლი კოვზანაძე - ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობა პენსიაზე გასვლა და მაღალანაზღაურებადი პენსია არ არის - ეროვნული ბანკის საბჭო უნდა გახდეს ქმედითი

საბჭოს წევრობა პენსიაზე გასვლა არ არის - ეროვნული ბანკის საბჭო უნდა გახდეს ქმედითი, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს ნათია თურნავას უსმენენ.

როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის საბჭომ უნდა აიღოს მეტი პასუხისმგებლობა მაკროეკონომიკური, მონეტარული და ფინანსური სექტორის სტაბილურობის მიმართულებით.

ნათია თურნავა არის პროფესიონალი და მას აქვს კარგი გამოცდილება ეკონომიკურ სფეროში. რაც შეეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობას, საბჭოს წევრობა პენსიაზე გასვლა და მაღალანაზღაურებადი პენსია არ არის. საბჭოს წევრები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი ეროვნული ბანკის საბჭოს საქმიანობაში. ეროვნული ბანკის საბჭო უნდა გახდეს ქმედითი და აიღოს მეტი პასუხისმგებლობა მაკროეკონომიკურ, მონეტარულ და ფინანსური სექტორის სტაბილურობის მიმართულებით“,- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივაა, დაასახელოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურა, კომიტეტი კი იმოქმედებს რეგლამენტის შესაბამისად.

„მოვუსმენთ კანდიდატს, იქნება პროფესიონალური კითხვები და კომიტეტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, -აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

გარდა ამისა, კოვზანაძის თქმით, ოპოზიციამ მოითხოვა, რომ კომიტეტის სხდომაზე, როდესაც ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის განხილვა იქნება, საბჭოს წევრების დასწრება მოხდეს.

„ჩვენ შესაბამისი წერილით მივმართეთ ეროვნულ ბანკს და მოვიწვიეთ საბჭოს წევრები. ეს ხაზს უსვამს საბჭოს წევრების უფრო მეტად ჩართულობის მნიშვნელობას ეროვნული ბანკის საქმიანობაში“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა