ნათია თურნავა - მომიტევეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრობის ინერციით ვიტყვი: რაც შეიძლება მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უნდა გვქონდეს და არ გვაქვს ამ თვალსაზრისით ძალიან ცუდად საქმე

მომიტევეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრობის ინერციით ვიტყვი - რაც შეიძლება მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უნდა გვქონდეს, არ გვაქვს ამ თვალსაზრისით ძალიან ცუდად საქმე , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა დადებითი მოვლენაა თუ უარყოფითი.

როგორც თურნავამ აღნიშნა, როდესაც გლობალურ ბაზარზე ინვესტორები რეგიონში გაურკვევლობის გამო ახალ ინვესტიციებს ერიდებიან, ინვესტიციების მოძიება ყველას გაუჭირდება.

„არის მოცემულობა, რომ რაც მეტი ინვესტიციაა დივიდენდის სახით, მეტი კაპიტალის გადინება ხდება. მომიტევეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრობის ინერციით ვიტყვი - რაც შეიძლება მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უნდა გვქონდეს. არ გვაქვს ამ თვალსაზრისით ძალიან ცუდად საქმე. საქართველოში, მიუხედავად პანდემიისა და ბევრი ჩავარდნისა, რაც გლობალურ მიზეზებთანაა დაკავშირებული, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 6%-ზე მეტია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით. 6,2% არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ჩვენი სუვერენული რეიტინგის მქონე ქვეყნების ჯგუფთან შედარებით. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ყველაფერი გაკეთებულია? - რა თქმა უნდა, არა. ახლა, როდესაც რისკები გაზრდილია; როდესაც გლობალურ ბაზარზე ინვესტორები რეგიონში გაურკვევლობის, საომარი მოქმედების და ბევრი სხვა ფაქტორის გამო, ერიდებიან ახალ ინვესტიციებს (ვფიქრობ, რომ შეიძლება რეინვესტირებაც კი დაზიანდეს გლობალურად, ამ თვალსაზრისით), რა თქმა უნდა, ყველას უფრო მეტად გაუჭირდება ახალი ინვესტორების მოზიდვა. აქედან გამომდინარე მთავრობას, ეკონომიკურ გუნდს მოუწევს გაორმაგებული ძალისხმევა, რათა მეტი ინვესტორი შემოვიყვანოთ. ვხედავ ამ მზადყოფნას და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი უცხოური ინვესტიციების შემოყვანის თვალსაზრისით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო