დავით სერგეენკო მალდივის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე დავით სერგეენკო საქართველოში ვიზიტით მყოფ მალდივის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სტუმრები ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში გატარებულ რეფორმებს გაეცნენ.

„პარლამენტში სტუმრად იმყოფება მალდივის რესპუბლიკის მაღალი დონის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან: ჯანდაცვის მინისტრი, სოციალური პოლიტიკის მინისტრი, რამდენიმე ქალაქის მერი და მალდივის გაეროს ბავშვთა ფონდის ადგილობრივი ფილიალის ხელმძღვანელი. მათი ინტერესის საგანი იყო საქართველოს გამოცდილების გაზიარება ბავშვთა უფლებების კუთხით გატარებულ რეფორმებთან მიმართებაში, როგორიც არის ძირითადი ჩარჩო კანონების მიღება და ის პროცესები, რომელიც ხელს უწყობს ბავშვთა უფლებების განმტკიცებას. გვქონდა ძალიან ინტენსიური სამუშაო შეხვედრა, სადაც გამოვთქვით კმაყოფილება, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობა გვექნება", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით სერგეენკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა