„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ისნის რაიონში, ვაზისუბნის III მ/რ-ს, II კვარტლის N10 კორპუსთან, წყალსადენის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

როგორც „ჯივიპის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში წყალსადენის ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყალმომარაგებას და ასევე შემდგომში ტექნიკური სამუშაოების ჩატარების დროს შეზღუდვის არეალს შეამცირებს.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 7 ივნისს, 21:00 საათიდან 8 ივნისის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისანი-სამგოის რაიონში: ვარკეთილის IV მ/რ-ს III კვარტალს, ვაზისუბნის I-IV მიკრორაიონებს, ვაზისუბნის დასახლებას, ლეჟავას, პატარიძის, ვაზის, შანდორფ პეტეფის, დავითაიას, აშოტ კურაპალატის, მშველიძის, კვაჭანტირაძის, ღვალაძის, პილსუდსკის, სულაქველიძის, თამარ ღვალაძის, მხტვრების, ანჩაბეთის, კვიპაროსი, მუსხელიშვილის ქუჩებს და წულუკიძის III-IV შესახვევებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, "ფეისბუქისა" და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო