გივი მიქანაძე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, გივი მიქანაძე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ინდივიდუალურად შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, UNFPA-ს, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის, წითელი ჯვრის საზოგადოების და ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გივი მიქანაძემ ახალგაზრდობის მიმართულებებით კომიტეტის ხედვებზე, პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ახალგაზრდობის საკითხებთან მიმართებაში არაერთი გამოწვევა არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა, ერთობლივად, კომიტეტთან კოორდინაციით განხორციელდეს.

„ შეხვედრებზე ყურადღება კომიტეტთან არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის გაძლიერებისა და გააქტიურების მნიშვნელობაზე გამახვილდა. გივი მიქანაძემ რეგიონებში, მუნიციპალიტეტების დონეზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრების გამართვის საჭიროებებზე ისაუბრა.

პარლამენტის წევრმა შეხვედრის მონაწილეებს კომიტეტის ის ინიციატივა გააცნო, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, ახალგაზრდობის მიმართულებებზე საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს შეეხება. ინიციატივის ავტორის განცხადებით, კომიტეტი წლის ბოლომდე ვალდებულებების ინსტრუმენტალიზაციას, ასევე, მის შესწავლას მოახდენს. ავტორისვე შეფასებით, პროცესში დონორების ჩართულობა და დოკუმენტის და ვალდებულებების შესწავლის ნაწილში შესაბამისი ექსპერტების მოწვევა მნიშვნელოვანი დახმარება იქნება.

დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კომიტეტთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს და სამომავლო ურთიერთობების ფორმატები განიხილეს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა