სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში აზერბაიჯანის სახელმწიფო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვიქტორ სანიკიძე და კომიტეტის წევრი, გივი მიქანაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანიზაციის - „ახალგაზრდა რეფორმატორთა კავშირის" წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, სტუმრებმა ქართველ კანონმდებლებს ახალგაზრდობის ფორუმის გამართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნეს და აღნიშნულ ღონისძიებაში ქართული მხარის წარმომადგენლების დასწრების სურვილი გამოთქვეს.

ვიქტორ სანიკიძე ინიციატივას მიესალმა და აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასთან ნებისმიერ სფეროში თანამშრომლობისთვის, პროექტებში მონაწილეობისა და ახალგაზრდობის საკითხებზე საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის.

ახალგაზრდობის ფორუმთან დაკავშირებით, აზერბაიჯანელი სტუმრები, შეხვედრებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროშიც გამართავენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
სოსო ტყემალაძე - აბასთუმნის კურორტის განვითარებისთვის, რომლის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება
ბილბორდი - საქართველო - BILLBOARD GEORGIA - საქართველოში მუსიკალურ ჩარტებსა და სიახლეებს შემოიტანს