მარიამ ქვრივიშვილი - საქართველო განაგრძობს აქტივობებს იმისთვის, რომ მოწინავე ტურისტული მიმართულება  იყოს საუდის არაბეთში

საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა საუდის არაბეთში წამყვანი ტურისტული სააგენტოებისა და უმსხვილესი ავიაკომპანიების Flynas , Flydeal -სა და Saudia Airlaine -ს ხელმძღვანელებისთვის პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება, რომლის მიზანიც საქართველოში მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვა იყო, ქალაქ ჯედაში გაიმართა და მას საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში ვახტანგ ჯაოშვილი და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული ესწრებოდნენ.

„საუდის არაბეთი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა. გვქონდა ძალიან წარმატებული ღონისძიება, რაც ემსახურებოდა ცნობადობის გაზრდას და ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მეტი მოგზაურის მოზიდვას საუდის არაბეთიდან. ძალიან მოხარულები ვართ, რომ საუდის არაბეთში ყველაზე ძლიერი ტურისტული კომპანიების და საუდის არაბეთის სამივე ეროვნული ავიაკომპანიის წარმომადგენლები ჩვენს ღონისძიებას ესწრებოდნენ. აღინიშნა, რომ საქართველო ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებაა წელს საუდის არაბეთში, რადგან საქართველო არის უსაფრთხო მიმართულება, 4 სეზონი აქვს, მიმზიდველი ტურისტული პროდუქტები. მიმდინარე ზაფხულის ტურისტული სეზონი იქნება გამორჩეულად მაღალი მოთხოვნის სეზონი და ჩვენ ვიხილავთ ძალიან ბევრ მხარჯველუნარიან ტურისტს საუდის არაბეთიდან საქართველოში", - განაცხადა მარიამ ქვირიშვილმა.

კერძო სექტორთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო მიმზიდველი და უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტულად, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საუდის არაბეთიდან მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას.

როგორც ავიაკომპანია Saudia Airlines-ის სპეციალური პროექტების გაყიდვების მენეჯერმა ხალიდ ალ-ამარმა აღნიშნა, საქართველო უსაფრთხო და ლამაზი ქვეყანაა, ასევე ოთხ სეზონიანი ტურისტული მიმართულება.

„პრეზენტაციის შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი რამ შევიტყვე. ამ ქვეყნის შესახებ მანამდეც მქონდა ზოგადი წარმოდგენა, თუმცა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, მე ვაპირებ საქართველოში ჩასვლას. საქართველო ძალიან უსაფრთხო და ლამაზი ქვეყანა და ოთხ სეზონიანი ტურისტული მიმართულებაა",- განაცხადა ხალიდ ალ-ამარმა.

მსხვილი ტურისტული სააგენტო Amar Travel-ის რეგიონული მენეჯერის, ხალედ სამირმის თქმით, საუდის არაბეთში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ტურისტული მიმართულებაა.

„ჩვენს კლიენტებს საქართველოში მოგზაურობის სრულ პაკეტს ვუმზადებთ: სასტუმროს, ავიაბილეთებს, გამგზავრებას თბილისში, ბათუმში და საქართველოს სხვა მიმართულებით. ჩვენ ვთავაზობთ ტურისტულ პაკეტებს როგორც საოჯახო, ასევე ტურისტულ ჯგუფებს. საუდის არაბეთში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ტურისტული მიმართულებაა და სურთ, რომ ამ ქვეყანას ეწვიონ", - აცხადებს ხალედ სამირი.

სამინისტროს ცნობით, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართეს და საუდის არაბეთის კომპანიებს საქართველოს ტურისტული პროდუქტები, ასევე ტურიზმის აღდგენის დინამიკა გააცნეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა