დღეს პროფკავშირებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების მორიგი აქცია-მსვლელობა გაიმართება

დღეს პროფკავშირებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების მორიგი აქცია გაიმართება.

აქცია 12:00 საათზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციულ შენობასთან დაიწყება.

ექიმებისა და მძღოლების ერთადერთი მოთხოვნა სახელფასო ანაზღაურების ზრდაა.

„ექიმები და მძღოლები ითხოვენ სახელფასო ანაზღაურების 100 პროცენტით ზრდას. ისინი ყოველდღიურად სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ და მათი შრომითი უფლებები დაცული და დაფასებული უნდა იყოს. პროფკავშირების გაერთიანება და მედიცინის პროფკავშირი მზად ვართ, კანონის ფარგლებში ყველანაირი, მათ შორის ფიზიკური და იურიდიული დახმარება გავუწიოთ მედპერსონალს“ , - განაცხადა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, ლავრენტი ალანიამ რამდენიმე დღის წინ გაკეთბულ კომენტარში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა