დავით ჭიჭინაძე ნათია თურნავაზე - ადამიანი, რომელმაც ეკონომიკა მოაოხრა, როგორც ჩანს, საბანკო სპეკულაციის და პროცენტებით ხალხის მოხრჩობის ამბავში უფრო „სანდოა“

ადამიანი, რომელმაც ჯერ ქვეყნის ეკონომიკა მოაოხრა, რომელზეც სახელმწიფო ქონების მიტაცების მუხლით სისხლის სამართლის საქმეც კი იყო აღძრული, როგორც ჩანს, საბანკო სპეკულაციის და პროცენტებით ხალხის მოხრჩობის ამბავში უფრო „სანდოა“, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ ეკონომიკის ყოფილ მინისტრ, ნათია თურნავასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად არის წარდგენილი.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ე.წ. ეკონომიკური წინსვლა მხოლოდ ციფრებით მანიპულირებაა და მეტი არაფერი.

„თუ მართლა ასეთი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და ამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ ეს ხალხი საზღვარგარეთ რატომ გარბის? თან ნებისმიერ პირობებზე სამუშაოდ, ოღონდ აქ დარჩენილი ოჯახის წევრები გამოკვებონ და ბანკებში ჩადებული უკანასკნელი ქონება იმ პროცენტებისგან გადაარჩინონ, რომლიც ადამიანებს სულ უფრო და უფრო ახრჩობს.

ამიტომ ვამბობ, რომ „ოცნების“ ე.წ. ეკონომიკური წინსვლა მხოლოდ ციფრებით მანიპულირებაა და მეტი არაფერი!

ნათია თურნავაც, ალბათ, სწორედ ამიტომ გადასვეს საბანკო სექტორში. ადამიანი, რომელმაც ჯერ ქვეყნის ეკონომიკა მოაოხრა, რომელზეც სახელმწიფო ქონების მიტაცების მუხლით სისხლის სამართლის საქმეც კი იყო აღძრული, როგორც ჩანს, ლარის წინ და უკან სირბილის, საბანკო სპეკულაციის და პროცენტებით ხალხის მოხრჩობის ამბავში უფრო „სანდოა“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა