ირაკლი ანთაძე - მთავარი აქცენტი ერგნეთში დღევანდელ შეხვედრაზეც გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე, ეს არის პრიორიტეტი

მთავარი აქცენტი ერგნეთში დღევანდელ შეხვედრაზეც გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე, ეს არის პრიორიტეტი, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე, ამასთანავე, მთელი სიმწვავით იქნება დაყენებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხი.

,,დღეს განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, მთავარი აქცენტი დღევანდელ შეხვედრაზეც გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე, ეს არის პრიორიტეტი და, რა თქმა უნდა, ასევე, ყურადღება დაეთმობა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხს, რომელიც, სამწუხაროდ, უკანასკნელი პერიოდის მანძილზე, ისევ გადავიდა აქტიურ ფაზაში და მოიცვა, პრაქტიკულად, შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტი.

ზოგადად, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, ეს ეხება უკანონო ბარიერების აღმართვას, ეს არის მეტალის კონსტრუქციები და ასევე ხდება ე.წ. ხნულების გავლება და რიგ შემთხვევებში, ადგილი აქვს ადრე აღმართული ბარიერების განახლების პროცესს, თუმცა, თითოეული ეს შემადგენელი, წარმოადგენს ერთიან კონტექსტს - ეს არის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და დღევანდელ შეხვედრაზეც ეს საკითხი იქნება მთელი სიმწვავით დაყენებული“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ანთაძის ინფორმაციით, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ძირითადი ეპიცენტრები არის გორის და ქარელის მუნიციპალიტეტები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ამ დროისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 7 მოქალაქე.

,,მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხს. მოგეხსენებათ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 7 უკანონო პატიმარი გვყავს, დანარჩენ დეტალებზე კი შეხვედრის დასრულების შემდეგ ვისაუბრებთ. ჩვენი ძალისხმევა არის მიმართული ჩვენი თანამოქალაქეების ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანაზე. ამ კონტექსტში ვმუშაობთ ფორმატის ყველა მონაწილესთან, ამაზე მუშაობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და იმედია მოხერხდება, რომ თითოეული მათგანი რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში“, - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

ცნობისთვის, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 107-ე შეხვედრა მიმდინარეობს.

უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა