დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს - „ცივი შესხურების“ ტექნოლოგიის გამოყენებით, 4785,5 ჰექტარი ფართობი უკვე დამუშავებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი ხანიშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და დღეისათვის არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

„ფაროსანასთან რამდენიმეწლიანი ბრძოლის შედეგი სახეზეა - სახელმწიფოსა და ფერმერების ერთობლივი მუშაობით სირთულეები დაძლეულია. ბრძოლის ღონისძიებები მიმდინარე წელსაც გაწერილი გეგმის მიხედვით განხორციელდება. მავნებლის მონიტორინგის, კონტროლისა და მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მობილიზებულია ყველა ტექნიკური საშუალება. ღონისძიებები ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში ტარდება. ფაროსანას გავრცელების გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა. შესაბამისად, კონტროლის და ბრძოლის ღონისძიებები კვლავ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ტარდება”, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

„მავნებლის რიცხოვნობის განსაზღვრის მიზნით, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში მონიტორინგი 31 სოფლის 731 საკარმიდამო ნაკვეთში განხორციელდა, რაც ფაროსანას გავრცელების დროული პრევენციის წინაპირობაა. ამ ეტაპზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 18 526 ფერომონი (დამჭერი) და სპეციალური სადგურია განთავსებული.

დღეისათვის „ცივი შესხურების“ ტექნოლოგიის გამოყენებით 4785,5 ჰექტარი ფართობი უკვე დამუშავებულია.

საკოორდინაციო მართვის ცენტრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან აქტიურად თანამშრომლობს. მეფუტკრეებთან და მეთხილე ფერმერებთან შეხვედრები მუდმივ რეჟიმში იმართება.

ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე - www.parosana.ge,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა