კომპანია „ბორჯომი“ საწარმოსთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

კომპანია „ბორჯომი“ საწარმოსთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პროტესტის მონაწილეების მხრიდან აგრესიული ქმედებები და იმ თანამშრომლების მიმართ ზეწოლა, ვინც ქარხანაში მუშაობას განაგრძობს, კატეგორიულად მიუღებელია. მათივე განცხადებით, ინფორმაცია, რომ „ბორჯომი“ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას ახორციელებს, საფუძველს მოკლებულია, ასევე დეზინფორმაციაა, თითქოს პოლიციამ აქცია დაშალა.

„ვითარება ადგილზე ამ მომენტისთვის შედარებით მშვიდია, თუმცა პროტესტის მონაწილეების მხრიდან დილით განხორციელებული აგრესია გაუგებარია. პროტესტის მონაწილეების მხრიდან აგრესიული ქმედებები და იმ თანამშრომლების მიმართ ზეწოლა, ვინც ქარხანაში შემოდის და მუშაობას განაგრძობს, კატეგორიულად მიუღებელია.

როგორც უკვე არაერთხელ განვმარტეთ, ჩვენ მინიმალური წარმოება გვაქვს, ძირითადად ქართული ბაზრის პროდუქციით უზრუნველყოფის მიზნით. ძალიან სამწუხაროა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც გუშინ მედიაციის პროცესი დაიწყო, პროტესტის მონაწილეები აგრესიას და დეზინფორმაციის გავრცელებას განაგრძობენ.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ყველანაირ საფუძველს მოკლებულია ინფორმაცია, თითქოს კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას ახორციელებს. ასევე დეზინფორმაციაა, თითქოს პოლიციამ აქცია დაშალა.

პოლიცია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სიტუაციის განმუხტვის მიზნით მოქმედებდა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ მედიაციის პროცესს მივესალმებით, რომლის მიზანიც ვითარების ნორმალიზება და კონსტრუქციულ ჭრილში გადატანაა“, - აცხადებენ კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შეგახსენებთ, „ბორჯომის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება, დილის საათებში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. კერძოდ, აქციის მონაწილეები ავტობუსს, რომელიც ქარხნის ტერიტორიიდან გამოდიოდა, წინ გადაუდგნენ და გავლის საშუალებას არ აძლევდნენ. გზის გათავისუფლებაში ადგილზე მობილიზებული პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო, რასაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო