მარიამ ქვრივიშვილი - unwto სესიაში მონაწილეობა, მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციონირების გაძლიერებისთვის და ხაზგასასმელია, რომ ღონისძიება ტარდება საუდის არაბეთში - ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვან ტურისტულ ქვეყანაში

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 116-ე სხდომაზე საქართველო საბჭოს წევრი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. სესიას, რომელიც საუდის არაბეთის სამეფოს ქალაქ ჯედაში იმართება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული ესწრებიან.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებაზე საერთაშორისო ტურიზმში არსებული ტენდეციები და სექტორის მდგრად აღდგენაზე ორიენტირებული სამომავლო გეგმები განიხილეს.

„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 116-ე საბჭოს სხდომაზე მონაწილეობა წევრი ქვეყნის სტატუსით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ პლატფორმიდან გვეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ ისეთი საკითხების გადაჭრასა და გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც გლობალურად ტურიზმის აღდგენის დინამიკას აუმჯობესებს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ქვეყანაზეც დადებითად აისახება. გარდა ამისა, ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება და აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ტარდება საუდის არაბეთში, რომელიც გამორჩეულად მნიშვნელოვანი ტურისტული ქვეყანაა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

სამინისტროს ცნობით, სესიის ფარგლებში ასევე გაიმართა თემატური სადისკუსიო პანელები და ორმხრივი შეხვედრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლების ჩართულობით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო