საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საავიაციო ფორუმ Routes Asia 2022-ში მონაწილეობს

6-8 ივნისს ვიეტნამის ქალაქ დანანგში საავიაციო ფორუმი Routes Asia 2022 იმართება. მასში მონაწილეობას 800 დელეგატი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებიდან იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველო ფორუმში პირველად მონაწილეობს და ქვეყანას აეროპორტების გაერთიანება (UAG) წარმოადგენს.

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ფორუმში მონაწილეობის მიზანია საქართველოს ავიაბაზრით აზიური ავიაკომპანიები დაინტერესდნენ.

,,საავიაციო ფორუმ Routes Asia-ზე ჩვენ პირველად ვართ წარმოდგენილები. ეს არის ჩვენი პირველი პირისპირ კონტაქტი აზიის ავიაბაზართან. ვმართავთ პრეზენტაციებს საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით. ახლა შესაძლებლობა გვაქვს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი აზიური ბაზრის ათვისებას, როგორც შემომსვლელ ისე გამსვლელ ტურიზმს. ფორუმის ფარგლებში ვხვდებით 10-ამდე უმსხვილეს აზიურ ავიაკომპანიას და პარტნიორ აეროპორტებს, რომლებიც გვსურს დავაინტერესოთ საქართველოს ავიაბაზრით,“ - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მსგავსი ფორუმები საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ავიაფორუმი საშუალებას იძლევა, აზიის საავიაციო ბაზარზე მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.

სამდღიან ფორუმზე მონაწილეები პირისპირ შეხვედრებს მართავენ ავიაციისა და ტურიზმის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. რათა შეჯერდეს აზიისა და წყნარი ოკეანის მასშტაბით სად, რა მიმართულებით და რა სიხშირით იფრინონ ავიაკომპანიებმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა