აგროსატყეო მიმართულების სტუდენტებისთვის, ჯიღაურას ბაზაზე, საველე ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიული და სატყეო საქმის სტუდენტებისთვის, ქარსაფარი ზოლების მნიშვნელობასა და მათ გაშენებაზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, საველე ტრენინგი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუდენტებმა სატყეო კულტურების, ხეხილისა და ვაზის ცოცხალი კოლექციები, აგრომეტყევეობაში გამოყენებული მერქნიანი მცენარეების სახეობები, ქარსაფრის მოდელები და სხვადასხვა სქემით გაშენებული სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეების პლანტაციები დაათვალიერეს და ცენტრის საქმიანობას გაეცნენ.

ჯიღაურას სატყეო კულტურების კოლექცია 2015 წელს, სატყეო კულტურების კონსერვაციისა და დაცვის მიზნით გაშენდა. კოლექციაში, დღეისთვის, 88 სახეობაა დაცული, მათ შორის, უნიკალური და გადაშენების პირას მყოფი სახეობები.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
სოფიო გრაკალიშვილი - მომხმარებელს ვურჩევდი დეტალურად შეადაროს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია