100-ზე მეტი ქალი მეწარმის მონაწილეობით საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმი ჩატარდა

თბილისმა 100-ზე მეტი ქალი მეწარმის მონაწილეობით საქართველო-ესტონეთის ქალ მეწარმეთა ბიზნეს ფორუმს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობდნენ წარმატებული ესტონელი და ქართველი მომხსენებლები საჯარო, კერძო და საფინანსო სექტორებიდან.

„ფორუმის მიზანია დამწყები და წარმატებული ქალი მეწარმეებისთვის, ინფორმაციის მიწოდება და გამოცდილების გაზიარება ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ღონისძიება საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო პალატების ორგანიზებით გაიმართა.

ფორუმი, „ბიზნესის განვითარება გამოწვევების დროს“ საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით ტარდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა