ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახდა

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახდა. თურნავას კანდიდატურას ეროვნული ბანკის საბჭოში პარლამენტის 80-მა წევრმა დაუჭერა მხარი. 9 დეპუტატმა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

ნათია თურნავას საპარლამენტო კომიტეტებში გუშინ მოუსმინეს.

“ეროვნული ბანკის მთავარი სტრატეგიული ამოცანა ინფლაციის მოთოკვა და შემცირება, ფინანსური მდგრადობის და სტაბილურობის შენარჩუნებაა. მეორე - ეს არის ახალი ინოვაციები, ციფრული ტექნოლოგიების ახალი პლატფორმების, ახალი სტარტაპების დანერგვა და მესამე არის კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელშიც ჩემი გამოცდილებისა და კომპეტენციის ფარგლებში ჩავერთვები და ჩემს წვლილს შევიტან“, - განაცხადა ნათია თურნავამ საკომიტეტო მოსმენისას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა