კოლხეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 671,5 ჰექტარით გაიზრდება

კოლხეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 671,5 ჰექტარით გაიზრდება. ამას “კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებათა პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა 85 ხმით, მესამე მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობამ წარადგინა.

როგორც განხილვებისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განმარტა, პროექტის მიღების შედეგად, კოლხეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 671,5 ჰექტარით გაიზრდება და 44 980 ჰექტარი გახდება. აქედან სახმელეთო ფართობი 196,5 ჰექტარით გაიზრდება და 29 229 ჰა გახდება, ხოლო ზღვის აკვატორია გაიზრდება 475 ჰექტარით და 15 751 ჰა გახდება.

“ეს პირველ რიგში, გამოწვეულია იმით, რომ კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორია არის ზუთხისებრთა თევზის სახეობისთვის ბინადრობისა და გადაადგილების არეალი. შესაბამისად, ამ ტერიტორიების დაცვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მით უფრო, როდესაც საუბარია საერთაშორისო კონვენციებით დაცულ სახეობაზე, რომელიც გადაშენების პირასაა“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა საკომიტეტო განხილვებისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა