სტაჟიორებს საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდი სამუშაო სტაჟად ჩაეთვლებათ

სტაჟიორებს საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდი სამუშაო სტაჟად ჩაეთვლებათ.

“საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით - 84 ხმით მიიღო. პროექტი ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, საჯარო უწყებებში სტაჟირება და სტაჟირების გავლის წესი, ფაქტიურად, ინდივიდუალურ პრაქტიკად არის ჩამოყალიბებული და საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებული არ არის. მისი თქმით, “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ტერმინებს “სტაჟიორი“, “სტაჟირება“ არ იცნობს და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საჯარო უწყებაში სტაჟირებას გადის, მას ეს პერიოდი შრომის სტაჟში არ ეთვლება.

პროექტის თანახმად, კანონს ახალი თავი ემატება, რომელიც სტაჟირების წესს დეტალურად განსაზღვრავს. მასში მითითებულია კონკრეტული კრიტერიუმები, რომლითაც სტაჟიორების შერჩევა უნდა მოხდეს.

სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იყოს პირი, რომელიც სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი წლის შემთხვევაში), მეორე ან მესამე საფეხურზე ან პროფესიული განათლების საფეხურზე (დამამთავრებელი წლის შემთხვევაში) ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების ერთ-ერთი საფეხური და საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დასრულებიდან გასული არ არის 5 წელზე მეტი.

კანონის პროექტით, პირის ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 თვის ვადით. პროექტით შემოდის ჩამკეტი მექანიზმი, რაც იმას გულისხმობს, რომ თითოეულ საჯარო უწყებაში დასაქმებული სტაჟიორების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშტატო შემადგენლობის სამ პროცენტს თითოეულ პერიოდზე, რომელსაც უწყებები დაადგენენ.

სტაჟიორს უფლება აქვს ერთსა და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება მხოლოდ ორჯერ გაიაროს. კანონის მიღების შემდეგ სტაჟირების პერიოდი სამუშაო სტაჟად ჩაითვლება. საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება ანაზღაურებადი არ იქნება.

კანონპროექტს უკუქცევითი ძალა აქვს - ყველა იმ პირს, რომელიც პარლამენტში, უმაღლეს საბჭოსა თუ საკრებულოს ფრაქციაში როდესმე საქმიანობდა, ეს პერიოდი სამუშაო სტაჟად ჩაეთვლება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა