პარლამენტმა საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საკითხი საპარლამენტო სესიაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ წარადგინა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, მომავალ წელს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი 60 მილიონ 906 ათასს ლარს შეადგენს.

„2023 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება განსაზღვრულია 34 მლნ 748 ათასი ლარის, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2023 წლის ბიუჯეტი - 19 მლნ 334,9 ათასი ლარის ოდენობით",-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული საკითხი სესიამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი განიხილავს და დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომდევნო წლის ბიუჯეტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა