ირაკლი პეტრიაშვილი „ბორჯომის“ ქარხანაში  დასაქმებულებს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ მოთხოვნები ლეგიტიმურია

ქარხანაში დასაქმებულების მოთხოვნები ლეგიტიმურია , - ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, რითაც „ბორჯომის“ ქარხანაში დასაქმებულებს სოლიდარობა გამოუცხადა.

მისივე განმარტებით, უპირობოდ უნდა აღადგინონ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლები.

„კიდევ ერთხელ გამოვხატავ სოლიდარობას ჩვენი დების და ძმების, ბორჯომის ქარხნის დასაქმებულების მიმართ. კომპანია ვალდებულია თითოეულ თანამშრომელს კუთვნილი ორი თვის ხელფასი, რომელიც არ აუღიათ, აუნაზღაუროს. უპირობოდ უნდა აღადგინონ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლები და გაუფორმონ უვადო შრომითი ხელშეკრულებები. ვიმედოვნებ, მედიაციის პროცესი სათანადოდ წარიმართება და დასაქმებულების სრულიად სამართლიანი მოთხოვნები დაკმაყოფილდება“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ბორჯომის“ ქარხნის დასაქმებულების გაფიცვის მერვე დღეს „ბორჯომის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. როგორც აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძე აცხადებს, აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.

ქარხნის თანამშრომლები პროფკავშირებთან ერთად კუთვნილ ხელფასებს, ღირსეულ შრომით პირობებს და გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს