„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მცხეთა-მთიანეთის რაიონში ძლიერი წვიმით გამოწვეულმა უხვმა ნალექმა საგურამოს ტერიტორია დატბორა. მათ შორის დაიტბორა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საგურამოს სათავე ნაგებობა, რამაც შექმნა სასმელი წყლის ამღვრევის საფრთხე. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სტიქიით გამოწვეული მოვლენების გათვალისწინებით, წყლის ამღვრევის პრევენციის მიზნით, წყალმომარაგება შეეზღუდა დღეს, 7 ივნისს 19:30 საათიდან 8 ივნისის დღის 12:00 საათამდე:

„კერძოდ, ვაკე-საბურთალოს რაიონში - ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, თამარაშვილის ქუჩის ნაწილს, ტაბიძის, რაზმაძის, მცხეთის, ბარნოვის, ფალიაშვილის, რამიშვილის და მიმდებარე ქუჩებს; ვაჟა ფშაველას I-VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას ქუჩის ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩას, ნუცუბიძის I-V მიკრორაიონებს, გელოვანის, მიქელაძის, დელისის, თავხელიძის, ქავთარაძის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის ასათიანის და მიმდებარე ქუჩებს; ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ბახტრიონის, პეკინის, კოსტავას, ალექსიძის, გაგარინის, კანდელაკის, გელოვანის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, მიცკევიჩის, გამრეკელის და მიმდებარე ქუჩებს; აღმაშენებლის ხეივანს, ფარსადანის, ბობ უოლშის, ნასიძე, 13 ასურელი მამის და მიმდებარე ქუჩებს.

სოფელ დიღომში: სვეტიცხოვლის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, გიორგი ბრწყინვალის, ფარნავაზის და მიმდებარე ქუჩებს, დიღომი 7-ს; სოფელ ძველ ვეძისს.

მთწმინდა-კრწანისის რაიონში - ზანდუკელის, ქიაჩელის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, მელიქიშვილის, ბელინსკის, ახვლედიანის, გრიბოედოვის, ლაღიძის, ქიქოძის, ჭონქაძის, ამაღლების, ლერმონტოვის, მაჩაბელის, ტაბიძის, დადიანის, ჯანაშიას, პეტრიაშვილის ქუთათელაძის, კოტე აფხაზის, ორთაჭალის, საიათნივას, ხანძთელის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, გორგასლის, გუნიას და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში - მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის, ბალანჩინის ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის ლუბლიანას და მიმდებარე ქუჩებს.

გლდანის რაიონში - ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის ქუჩებს.

ქალაქ მცხეთას, წეროვანის დასახლებას, სოფელ ნატახტარს და სოფელ წიწამურს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს