თბილისის მთავრობის სხდომაზე ილია ელოშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ილია ელოშვილის მიერ დაწყებული ყველა პროექტი განხორციელდება.

„საუკეთესო მეგობარი, ადამიანი, რომელიც შეყვარებული იყო საკუთარ საქმეზე, საკუთარ ქვეყანაზე, უპატიოსნესი, პროფესიონალი ილია ელოშვილი. მინდა კიდევ ერთხელ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას. ილიას ტრაგიკული გარდაცვალებით გამოწვეული დიდი ტკივილი და დანაკლისი ცხადია სამუდამოდ დაგვრჩება, თუმცა, ჩვენი ვალია მისი ხსოვნის წინაშე, რომ ილიას მიერ დაწყებული ყველა საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ღირსეულად განვახორციელოთ ის პროექტები, რასაც ილია წარმატებით უძღვებოდა.

მინდა მივმართო სამშენებლო კომპანიებით დაზარალებულ ოჯახებს, რომ არცერთი პრობლემა, რომელიც თქვენს წინაშე არსებობს, მოუგვარებელი არ დარჩება და რა თქმა უნდა, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანოთ. იცით, რომ ილია უძღვებოდა ამ მიმართულებას და მისი დამსახურებაა ისეთი ურთულესი საკითხების მოგვარება, როგორიც იყო სამშენებლო კომპანია „სვეტი“, სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავი“ და სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტით“ დაზარალებული ოჯახები. ამ პრობლემის მოგვარება ზუსტად ილიამ ითავა თავის თანაგუნდელებთან ერთად და ყველაფერი ბოლომდე იქნება მიყვანილი“,-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ელოშვილი 47 წლის იყო, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა, იქამდე ენერგეტიკის მინისტრი, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
სოფიო გრაკალიშვილი - მომხმარებელს ვურჩევდი დეტალურად შეადაროს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება
"არქი" ოქროს ბრენდის გამარჯვებული გახდა
ისტორიული დღე ვატიკანში - პირველად, სიქსტის კაპელაში, ქართული გალობა გაისმა
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია