თბილისის მერია ახალგაზრდებისთვის საზაფხულო პროგრამას იწყებს

თბილისის მერია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის, აქტიური დასვენების, გართობისა და რეკრეაციის ხელშეწყობის მიზნით, მასშტაბურ საზაფხულო პროგრამას იწყებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პროგრამა ითვალისწინებს, თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს პერიოდულად შესთავაზოს სხვადასხვა ახალგაზრდული სერვისები - ლაშქრობები, საველე ბანაკები (კემპინგი), საჯომარდო ტურები ფასანაურში, ველოტურები თბილისთან ახლო მარშრუტებზე, კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუნიციპალური საცურაო აუზი ზღვის უბანში.

მისი თქმით, პროგრამა 30 ივნისს დაიწყება და 30 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები უზრუნველყოფილ იქნებიან კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით, კვებით, ტრანსპორტით, ეკიპირებით და შესაბამისი აღჭურვილობით.

„პროგრამის მიზანია ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სერვისები და გაიზარდოს მათი დაინტერესება ჯანსაღი ცხოვრების მიმართ. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, კონკრეტული პროგრამის შეთავაზება ახალგაზრდებისთვის, კონკრეტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალი სპორტული მოედნების გახსნა, სპორტის ხელშეწყობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. დარწმუნებული ვარ ამ პროგრამაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა იქნება ჩართული. პირველ ეტაპზე, პროგრამაში 5000- მდე ახალგაზრდა ჩაერთვება და მონაწილეთა რაოდენობა, რა თქმა უნდა, მოთხოვნის შესაბამისად გაიზრდება. რეგისტრაცია ელექტრონულად იქნება. ელექტრონული რეგისტრაცია 8 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა