კახა კალაძე - უხვი ნალექის გამო, სასმელ წყალთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა, რის გამოც GWP-მ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით წყლის მიწოდება შეეზღუდათ იმისთვის, რომ სუფთა წყალი მიიღოს მოსახლეობამ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მოსახლეობას წყალმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემა უხვი ნალექის გამო შეექმნა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" წყალმომარაგების დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რომ მოსახლეობისთვის სუფთა სასმელი წყალი მიეწოდებინა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" არის კერძო კომპანია და ეს არის მისი საკუთარი ქსელი. უხვი ნალექის გამო, სასმელ წყალთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რის გამოც მათ მიიღეს გადაწყვეტილება, დროებით წყლის მიწოდება შეეზღუდათ იმისთვის, რომ სუფთა წყალი მიიღოს მოსახლეობამ. წყლის მიწოდება რამდენიმე საათში აღდგება",-განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა