კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის საბჭო აუცილებლად გაძლიერდება იმ პროფესიონალიზმით, რომელიც მის წევრებს აქვთ

ეროვნული ბანკის საბჭო აუცილებლად გაძლიერდება იმ პროფესიონალიზმით, რომელიც მის წევრებს აქვთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ გამოადგება ნათია თურნავას გამოცდილება საბჭოს საქმიანობას.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს სამუშაო სისტემა ყველა წევრს აძლევს საკუთარი გამოცდილების გამოყენების საშუალებას.

“ყველა წევრს, რომელიც საბჭოშია, ახლა უერთდება საბჭოს ან ადრე შემოერთებია, აქვს გამოცდილება, პროფესიული განათლება და ის სისტემა, რომლითაც ეროვნული ბანკის საბჭო მუშაობს, ყველა საშუალებას ქმნის, რომ მათ გამოიყენონ ეს ცოდნა და გამოცდილება”, - განაცხადა კობა გვენეტაძემ. ცნობისთვის, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახდა. თურნავას კანდიდატურას ეროვნული ბანკის საბჭოში პარლამენტის 80-მა წევრმა დაუჭირა მხარი. 9 დეპუტატმა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა