მარიამ ქვრივიშვილი საუდის არაბეთის ეროვნული ავიაკომპანია Flyadeal-ის ხელმძღვანელობას შეხვდა

საუდის არაბეთში ვიზიტის დარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ეროვნული ავიაკომპანია Flyadeal- ის ხელმძღვანელობას შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო კვლავ განაგრძობს, იყოს მოწინავე ტურისტული მიმართულება საუდის არაბეთში.

საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal-ი საქართველოს მიმართულებით კვირაში 15 სიხშირით მოახდენს ოპერირებას. საუდის არაბეთის 3 ქალაქიდან - რიადი, ჯედა და დამამი პირდაპირი რეისები თბილისსა და ბათუმში შესრულდება.

“ივნისიდან, ავიაკომპანია Flyadeal იწყებს თბილისსა და ბათუმში პირდაპირი რეისების შესრულებას სამი ქალაქიდან - რიადი, ჯედა და დამამი, კვირაში 15 სიხშირით. სულ კი საუდის არაბეთიდან კვირაში 54 რეისი შესრულდება. ავიაბილეთების დიდი ნაწილი წინსწრებით უკვე რეალიზებულია, რაც აჩენს პოზიტიურ მოლოდინს 2022 წლის ზაფხულის სეზონისთვის”- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს