დავით უსუფაშვილი  შალვა პაპუაშვილს - უმრავლესობა და უმცირესობა სხვადასხვა სიხშირეზე ვლაპარაკობთ, უნარები გვაქვს ჩახშული, რომ ერთმანეთის გავიგოთ - თქვენი ვალია, სიხშირეები გავასწოროთ და ადამიანებს მაგალითი მისცეთ

„ლელო - საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილს მიმართავს, საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობისა და ოპოზიციის მოსმენის კულტურა დანერგოს.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, უმრავლესობა და უმცირესობა სხვადასხვა სიხშირეებზე ლაპარაკობს და ერთმანეთის მოსმენის უნარები ჩახშული აქვს.

„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სერიოზული პრობლემაა და თავმჯდომარის ნომერი პირველი საქმეა. უმრავლესობა და უმცირესობა სხვადასხვა სიხშირეებზე ვლაპარაკობთ, უნარები გვაქვს ჩახშული, რომ ერთმანეთის რამე გავიგოთ. დაიწყო ლაპარაკი უმრავლესობის წევრმა? - მე ყურები ჩახშული მაქვს, არ მესმის! ეს თქვენ უნდა მოაგვაროთ პერსონალურად, ბატონო შალვა, ამიტომ სჭირდებით ამ პარლამენტს თავმჯდომარედ. როდესაც პარლამენტის სხდომა მიგყავთ, ბიუროს სხდომა მიგყავთ, თქვენი ვალია, რომ სიხშირეები გავასწოროთ და ადამიანებს მაგალითი მისცეთ. ცუდი ამბავია საკუთარი მაგალითების მოყვანა, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით - სიგარეტს აღარ ვეწევი 4 წელია, მანამდეც ორჯერ მქონდა სიგარეტისთვის თავი დანებებული, ბოლოჯერ როდის დავუბრუნდი სიგარეტს იცით? - ქუთაისის პარლამენტში რომ დავიწყეთ სიარული. მაშინ გენახათ თქვენ გამყოფი ხაზები უმრავლესობასა და ნაციონალურ ოპოზიციას შორის. მოსაწევ ადგილზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ეწეოდნენ, 50 მეტრის სიახლოვეს „ოცნების“ წევრი არ გაივლიდა, ტოქსიკური ტერიტორია იყო რაღაც. მეორე მხარესაც იგივე. ავიღე ხელში სიგარეტი და მოწევა დავიწყე, მივედი ამ „ნაციონალებთან“ და ხან ფეხბურთზე ვლაპარაკობდი, ხან ამინდზე. ვერ გეტყვით, რომ რამე დიდს მივაღწიეთ იქ, მაგრამ აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა ამისთვის. ძალიან გთხოვთ ეს გააკეთეთ. დანარჩენი გაცილებით მარტივად გამოვა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი