ნინო ლომჯარიას განცხადებით, პრეზიდენტს ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით შეხვედრა და სამართლებრივი გარემოებების განხილვა შესთავაზა

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, პრეზიდენტს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით შეხვედრა და სამართლებრივი გარემოებების განხილვა შესთავაზა.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი შეთავაზება ახლაც ძალაშია.

სალომე ზურაბიშვილთან მქონდა პირადი კომუნიკაცია, ადრეც დავადასტურე, სადაც მას განვუცხადე, რომ მზად ვარ, მას საქმესთან დაკავშირებით შევხვდე და მივაწოდო ინფორმაცია სამართლებრივი გარემოებების თაობაზე, რაზეც მან მადლობა გადამიხადა, თუმცა, კონკრეტულად დროზე და ადგილზე არ შევთანხმებულვართ. ჩემი შემოთავაზება ძალაშია. ეს საუბარი მალევე შედგა, როდესაც განაჩენი გამოცხადდა“,-განაცხადა ლომჯარიამ.

გარდა ამისა, მისი შეფასებით, ნიკა გვარამიას განაჩენი დაუსაბუთებელია.

„წლების განმავლობაში ვიყავი პრეზიდენტის შეწყალების კომისიის წევრი და იქ წარმოვადგენდი ჩემს პოზიციებს სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით. როგორც გითხარით, ბოლო წლებში განხილული განაჩენებიდან ეს საქმე ჩვენი აზრით, ყველაზე მეტად დაუსაბუთებელია. ამ საქმეს ასევე გამოარჩევს ის, რომ რეალურად, ადამიანის მიმართ განაჩენი დადგა იმ ქმედებების გამო, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, საერთოდ დანაშაულს არ წარმოადგენს. აქ საუბარი არ არის თუნდაც იმაზე, რომ მეტად დასაბუთებულია თუ ნაკლებად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ განაჩენი დანაშაულის გარეშე დადგა. ამიტომ, ვფიქრობ, ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა. ამიტომ, საჯაროდ, პირველად მივმართე საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით, თუმცა, ზოგადად, აპარატს ვიცი, რომ წარსულში აქვს მსგავსი გამოცდილება“,-განაცხადა ლომჯარიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო