მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე - ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დიდი პროგრესი არ არის, საჭიროა გარკვეული კვლევები

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საჭიროა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება, რადგან ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის საქართველოში მკურნალობა შეუძლებელია.

როგორც ჯიშკარიანმა ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოსტიკა.

მისი თქმით, ამისთვის აუცილებელია სხვა მულტიპროფილური ცენტრი, სადაც მსგავსი პაციენტების მკურნალობის გამოცდილება არსებობს.

“ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დიდი პროგრესი არ არის. საჭიროა გარკვეული კვლევები. მიმდინარეობს ექსპერტიზა.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭიროა სასჯელის გადავადება, ვინაიდან, სამწუხაროდ, ამ მდგომარეობის საქართველოში მკურნალობა შეუძლებლად მიგვაჩნია.

აუცილებელია მიზეზზე ორიენტირებული მკურნალობა. მიზეზის დადგენა გარკვეული კვლევებით, რომელიც საქართველოში ტარდება შეუძლებელია”,- განაცხადა ჯიშკარიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას შეცვლის უცხოელი ექსპერტის ჩართვა კვლევის პროცესში, ჯიშკარიანმა უპასუხა, რომ მედიცინაში, რაც უფრო მეტი კვალიფიციური ექსპერტი მიიღებს მონაწილეობას ეს არის მხოლოდ სასარგებლო. მისი თქმით, მიმდინარეობს სხვა საერთაშორისო ექსპერტის მოწვევასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები.

ჯიშკარიანმა ასევე ისაუბრა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ წამყვანია ნერვოლოგიური სისტემის პრობლემა, ასევე კვებითი დარღვევა და ამიტომ საჭიროა მიზეზზე ორიენტირებული მკურნალობა.

“ეს მკურნალობა, ალბათ იქნება ძალიან რთული და ხანგრძლივი”,- განაცხადა ჯიშკარიანმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს